სიახლეები
-
01 ნოემბერი 2011
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს
2011 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ოთხმა ახალმა მოსამართლემ: ბიძინა სტურუამ, დავით ახალბედაშვილმა, ბადრი შონიამ და დავით ნარიმანიშვილმა საზეიმო ვითარებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი დადეს.
1 ნოემბერი 2011 -
31 ოქტომბერი 2011
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საბჭოში
2011 წლის 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: კახა კობერიძე და ლაშა კალანდაძე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
31 ოქტომბერი 2011 -
30 ოქტომბერი 2011
2011 წლის 29 ოქტომბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის წინასწარი შედეგები
წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.
30 ოქტომბერი 2011 -
28 ოქტომბერი 2011
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა გრძელდება
2011 წლის 29 ოქტომბერს, 9:00 საათზე (მის: ქ. თბილისი, ბულაჩაურის ქ. №7ა) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.
28 ოქტომბერი 2011
-
27 ოქტომბერი 2011
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟიორების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება გრძელდება 2011 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სრულყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
27 ოქტომბერი 2011 -
26 ოქტომბერი 2011
2011 წლის 22 ოქტომბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 14-მა გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება.
26 ოქტომბერი 2011