სიახლეები
-
07 დეკემბერი 2011
მცხეთის რაიონული სასამართლო აცხადებს სტაჟიორების მისაღებ კონკურსს
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით მცხეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე.
7 დეკემბერი 2011 -
05 დეკემბერი 2011
კონფერენცია საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე
2011 წლის 3-4 დეკემბერს, ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. სადაც ,,საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
5 დეკემბერი 2011 -
03 დეკემბერი 2011
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟირების გავლის მსურველთა ტესტირების შედეგები
2011 წლის 3 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟირების გავლის მსურველთა ტესტირებაზე 67 პირი გამოცხადდა, რომელთაგან ტესტირების ეტაპი წარმატებით გადალახა 36-მა. ტესტირება ჩაბარებულად ჩაეთვალათ პირებს, რომლებმაც დააგროვეს 30 და მეტი ქულა.
3 დეკემბერი 2011 -
30 ნოემბერი 2011
სემინარი დისციპლინურ სამართალწარმოებაზე
2011 წლის, 30 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” (JILEP) პროექტის მიერ ორგანიზებული სემინარი.
30 ნოემბერი 2011 -
28 ნოემბერი 2011
სტაჟიორობის მსურველთა საყურადღებოდ!
ვსაქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟიორობის მსურველები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 2011 წლის 3 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში, ტესტირებაზე უნდა გამოცხადდნენ 2011 წლის 3 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
28 ნოემბერი 2011 -
28 ნოემბერი 2011
იუსტიციის უმაღლესი სკოლაში ჩარიცხული მსმენელები
2011 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსის შედეგები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მე-8 ჯგუფი დაკომპლექტდა.
28 ნოემბერი 2011