სიახლეები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ევროკავშირის ქვეყნების მართლმსაჯულების საბჭოების შეხვედრას დაესწრო მაისი 15, 2012

2012 წლის 9-11 მაისს  USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელშეწყობით   მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულმა ქსელმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე გენერალურ ასამბლეაზე დუბლინში, ირლანდიაში მიიწვია.

მედიატორის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი მაისი 13, 2012

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ),  და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP) აცხადებს კონკურსს მედიატორის კანდიდატების შესარჩევად.

2012 წლის 5 მაისის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგები მაისი 10, 2012

დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 2 პირი დაემატა.

2012 წლის 5 მაისის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 2-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 7-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 7 პირმა ჩააბარა.

გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები გაიცემა 2012 წლის 25 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.


სასამართლო მედიაციის თემასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა მაისი 8, 2012

2012 წლის 7 მაისს, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCOJ), იუსტიციის უმაღლეს სკოლას (HSOJ), თბილისის საქალაქო სასამართლოს (TCC), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრს (NCADR), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და (USAID)-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტს (JILEP) შორის სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსი მაისი 7, 2012

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსს

2012 წლის 5 მაისის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის წინასწარი შედეგები მაისი 6, 2012

2012 წლის 5 მაისს ჩატარდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. გამოცდაში მონაწილეობა სამივე სპეციალიზაციით 39-მა გამოსაცდელმა მიიღო.

საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდის შედეგების შეფასების საფუძველზე საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 6-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე, 6-მა და საერთო სპეციალიზაციით 2-მა გამოსაცდელმა ჩააბარა.