ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარტნიორი ორგანიზაციები

სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმის პროცესში სასამართლო ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქართული მართლმსაჯულების გაძლიერებას სხვადასხვა პროექტების განხორციელებით.

პარტნიორი ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. მათი დახმარებით, სასამართლო სისტემის სტრატეგიაში სრულად აისახა როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე - საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც სასამართლო სისტემა ამჟამად დგას.

საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ სასამართლო სისტემის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში როგორც მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით, ასევე - ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

მიმდინარე რეფორმის პროცესში, სასამართლო სისტემა თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: