ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შევსების ინსტრუქცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის #1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, შესაგებლის ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული ფორმებით.

სარჩელი (განცხადება), სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს (იხ. სსსკ 177-ე, 178-ე, 201-ე, 367-ე, 368-ე, 395-ე, 396-ე, მე-400 მუხლები).

ფორმათა ელექტრონულ ფორმატში შევსების ინსტრუქცია

შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა გადმოიწეროთ თქვენს პერსონალურ კომპიუტერში მყარ დისკზე და შეავსოთ ელექტრონული წესით.
ფორმის ელექტრონული წესით შესავსებად აუცილებლი მინიმუმ Microsoft word 2003-ის პროგრამული უზრუნველყოფა.
თქვენ უფლება არ გაქვთ შეცვალოთ რეკვიზიტები ანდა განახორციელოთ სხვა ოპერაცია, რაც გამოიწვევს არსებული დოკუმენტის ფორმატის შეცვლას, ვინაიდან სარჩელი, პასუხი (შესაგებელი) და საჩივარი სასამართლოს უნდა წარედგინოს სწორედ იმ სახით, როგორი სახითაცაა მოცემული (დამტკიცებული).