სარჩელის, პასუხის (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხდომის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი.
თითოეული მიმაგრებული ფაილი შეიცავს უშუალოდ ფორმას (როგორც ელექტრონულად, ასევე ხელით შესავსებს) და ამავე ფორმის შენიშვნებს. გაითვალისწინეთ, რომ ცალკე ფაილში და ელექტრონულად შესავსებ ფორმაში მოცემული შენიშვნების ტექსტი იდენტურია.