სიახლეები
-
18 ნოემბერი 2015
ინფორმაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული პირებისათვის!!!
დღეს 11:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე გაითიშება აპლიკანტის პორტალი, მოსამზადებელი სამუშაოების გამო.
გამოსაცდელებს, რომლებიც არ არიან ჩაწერილები კონკრეტულ გამოცდაზე, ჩაწერის საშუალება ექნებათ პორტალის გააქტიურების შემდეგ 19 ნოემბრის ჩათვლით (24 საათიან რეჟიმში).
18 ნოემბერი 2015 -
17 ნოემბერი 2015
ინფორმაცია მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსით დაინტერესებული პირებისათვის!
ვაქვეყნებთ მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ.
17 ნოემბერი 2015 -
16 ნოემბერი 2015
დაიწყო რეგისტრაცია სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსზე!!!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აცხადებს იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს.
მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე
16 ნოემბერი 2015 -
სამძიმარი!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი შემზარავი ტერაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს.
16 ნოემბერი 2015 -
13 ნოემბერი 2015
2015 წლის 16 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2015 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
13 ნოემბერი 2015 -
10 ნოემბერი 2015
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება
იმ საზოგადოებრივი ინტერესის და რეზონანსის გათვალისიწნებით, რომელიც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით არსებობს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:
ყველას აქვს უფლება გამოხატოს, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებელად მიაჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს ან/და მოსამართლის დაშინების, ზეწოლის ან, მათზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებამ, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება.
10 ნოემბერი 2015