სიახლეები
-
27 ნოემბერი 2015
2015 წლის 30 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2015 წლის 30 ნოემბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
27 ნოემბერი 2015 -
27 ნოემბერი 2015
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგები
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შეფასებაზე მიღებულ იქნა 17 საპრეტენზიო განაცხადი.
სისხლის სამართლის სპეციალიზაციის 7 საპრეტენზიო განაცხადიდან გამსვლელი ქულა დააგროვა 4-მა
27 ნოემბერი 2015 -
26 ნოემბერი 2015
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს ზოგიერთი განმარტება საზოგადოებისათვის იმ მოვლენების გამო, რაც უკავშირდება ამა წლის 16 ნოემბერს საბჭოს მიერ 7 მოსამართლის დაწინაურებას და მის უარყოფითად შეფასებას კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიერ.
საბჭო მიესალმება ყოველგვარ კრიტიკას, გამოთქმულს საბჭოს ცალკეული გადაწყვეტილებებისა თუ მისი მთელი საქმიანობის მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ ის მიზნები, რასაც საბჭოს საქმიანობა ემსახურება, მთელი საზოგადოების საზრუნავია იმავდროულად. ამის მიუხედავად, საბჭო იტოვებს უფლებას, პასუხი გასცეს უსაფუძვლო კრიტიკას და, როგორც მართლმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, იმოქმედოს ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს შესაბამის გარემოებებში, ცხადია, მხოლოდდამხოლოდ კანონის საფუძველზე და მართლმსაჯულების უმთავრესი ინტერესების გათვალისწინებით.
26 ნოემბერი 2015 -
25 ნოემბერი 2015
ინფორმაცია ტესტური გამოცდის შესახებ
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტური ეტაპი წარმატებით გადალახა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით - 18-მა გამოსაცდელმა,სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით - 13-მა გამოსაცდელმა, ხოლო საერთო სპეციალიზაციით ერთმაგამოსაცდელმა -
25 ნოემბერი 2015 -
დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის 1/168 გადაწყვეტილების თანახმად მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2015 წლის 21 ნოემბერს, გამოცდის - მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 2015 წლის 28 ნოემბერს.
გამოცდა ჩატარდება ელექტრონულად, საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია 154-მა კანდიდატმა გაიარა.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. მისამართი: კოსტავას გამზ. 68.
20 ნოემბერი 2015 -
ცნობილია დაწინაურებულ მოსამართლეთა ვინაობა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ მოსამართლეთა ვინაობა.
18 ნოემბერი 2015