სიახლეები
-
მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა
2016 წლის 01 თებერვალს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას 218 მოსამართლე დაესწრო.
კონფერენცია გახსნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან თევზაძემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ, როგორც სასამართლო ხელისუფლების თვითმმართველობის ორგანომ, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოსამართლეების საერთო აზრსა და პოზიციას, სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიმუშავა ერთიანი მიმართვა საზოგადოების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორისადმი.
ტექსტის სრული ვერსია იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
1 თებერვალი 2016 -
კონფერენცია - სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევებზე
2016 წლის 2 თებერვალს 10:00 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე - სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცნობიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ამასთან, გამოქვეყნდება საბჭოს მიმართვა საზოგადოების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორისადმი.
დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
29 იანვარი 2016 -
29 იანვარი 2016
დამტკიცდა საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი
გამოქვეყნებულია:25/01/2016
2016 წლის 1თებერვალს, 12:00 საათზე მართლმსაჯულების სახლში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19) ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია. მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე. (იხილეთ დღის წესრიგი)
29 იანვარი 2016 -
იუსტიციის უმაღლესი საბჭო წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატს ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები 2016 წლის 27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ეწვივნენ ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატს.
მათ პატარებს პროდუქტები, ტანსაცმელი და წიგნები ჩაუტანეს, აღნიშნულ აქციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია შპს ,,ბარამბოც შეუერთდა.
პანსიონატში დილის ლოცვის შემდეგ, აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.
პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 2-დან 18 წლამდე ასაკის 146 აღსაზრდელი ცხოვრობს.
28 იანვარი 2016 -
მოსამართლეობის კანდიდატების სია
მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე 2016წლის18-24 იანვარსდარეგისტრირდა50კანდიდატი. ვაქვეყნებთ კანდიდატთა სიას შესაბამისი ვაკანტური ადგილის მითითებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ფორმალური მხარის შემოწმებას.
იხილეთ კანდიდატთა სია
26 იანვარი 2016 -
22 იანვარი 2016
2016 წლის 25 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
2016 წლის 25 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი.
22 იანვარი 2016