სიახლეები
-
პრეს-რელიზი
2016 წლის 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი) მიიღო გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მამუკა ახვლედიანი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
ამავე სხდომაზე დასახელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ამავე კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძეს.
22 თებერვალი 2016 -
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს
2016 წლის 20 თებერვალს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა XVII რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, რეგისტაცია 227-მა მოსამართლემ გაიარა. კონფერენცია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან თევზაძემ გახსნა. დღის წესრიგით გათვალისიწნებულ საკითხთა შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევაც იყო.
22 თებერვალი 2016 -
2016 წლის 22 თებერვალს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016წლის 22თებერვალს10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება,დისციპლინური საჩივრების განხილვის გამო.
დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
19 თებერვალი 2016 -
მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2016 წლის 17 თებერვალს უზენაეს სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული/საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებთან და სხდომის მდივნებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
17 თებერვალი 2016
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ნინო გვენეტაძემ მოსამართლეებს ინფორმაცია მიაწოდა მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამართლებრივ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ ასპექტებზე. -
2016 წლის 19 თებერვალს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016წლის 19თებერვალს10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება,დისციპლინური საჩივრების განხილვის გამო.
დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
-
2016 წლის 20 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა XVII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება
2016 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათზე მართლმსაჯულების სახლში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარბოხუასქუჩა N19) ჩატარდებასაქართველოსმოსამართლეთა XVII რიგგარეშე კონფერენცია. მოსამართლეთარეგისტრაციადაიწყება 11:00 საათზე.(იხილე დღის წესრიგი).
16 თებერვალი 2016