ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი იწყება

06 ივლისი 2010

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრებას. კონკურსში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია 2010 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდიმარეობდა.

სულ განაცხადი 79–მა პირმა შემოიტანა.

გასაუბრება დაიწება 2010 წლის 6 ივლისს 3 საათზე და სავარაუდოდ მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.