ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2011 წლის 2 აპრილის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგები

08 აპრილი 2011
დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 1 პირი დაემატა. მხოლოდ  სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ერთმა გამოსაცდელმა დააგროვა 15 ქულა.

საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.

2011 წლის 2 აპრილის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 3-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 5-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 13-მა პირმა ჩააბარა.

გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები გაიცემა 2011 წლის 18 აპრილს.