ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2010 წლის 26 ივნისის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგები

29 ივნისი 2010
დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 5 პირი დაემატა. საერთო სპეციალიზაციით 2-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ერთმა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციით 2-მა გამოსაცდელმა დააგროვა 15 და მეტი ქულა.

საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.

2010 წლის 26 ივნისის მოსამართლოების საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 3-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 11-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 17-მა პირმა ჩააბარა.

გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები 2010 წლის 15 ივლისს გაიცემა.