ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ციცინო მოსიძე

ციცინო მოსიძე

ციცინო მოსიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1971 წლის 12 ოქტომბერს ქ. ბაღდათში.

განათლება

1989 წელს დაამთავრა გალის N 102 პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელი.

1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში.

1992-1996 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებლად.

1999-2000 წლებში პარალელურად მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ნერგეეთის თემის საკრებულოს აპარატის უფროსად.

2000-2005 წლებში იყო ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის დოცენტი.

2002-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.

2005 წლის თებერვლიდან გაწევრიანდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში”.

2005-2010 წლებში იყო ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2006-2007 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2008-2010 წლებში იყო ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2010-2012 წლებში იყო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე.