ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

15 სექტემბერი 2023

2023 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი, გერარდ ქუინი ეწვია. შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ცინცაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, გიორგი გზობავამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, შორენა მეზურნიშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში, სპეციალურმა მომხსენებელმა ინფორმაცია მიიღო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ საქმიანობასა და შშმ პირთა უფლებების დაცვის თაობაზე საერთო სასამართლოების ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე. განიხილეს პრაქტიკაში არსებული გამოწვევებიც.

გერარდ ქუინი საქართველოში 4-14 სექტემბერს, სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შეფასებას.