ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან ცინცაძე

ქეთევან ცინცაძე

ქეთევან ცინცაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1988 წლის 5 სექტემბერს ქ. თბილისში

განათლება

2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 61 საშუალო სკოლა

2007-2017 წლებში მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო პროექტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი. სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“

2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით

2010 წელს მონაწილეობდა „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“ (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში

2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურა და  მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

2012 წელს მონაწილეობდა „ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში“ (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში, საჯარო და კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში

2013-2019 წლებში იყო გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, 2019 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტის დოქტორანტი

2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, ქ. დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute for Internationale Kommunikation (IIK))

2014 წელს გერმანიაში, ქ.ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით „სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში - ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები“

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები

სამუშაო გამოცდილება

2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოში რეფერენტად

2011-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში

2017 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე

2017 წლის სექტემბრიდან - ღია კონკურსის საფუძველზე, 4 წლის ვადით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკავია ასისტენტის აკადემიური თანამდებობა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალებში (European Scientific Journal)

2017 წლის ნოემბერში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით. აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 2019 წლის დეკემბრამდე

2020 წლის ივნისიდან არის ევროპის საბჭოს პროგრამა  „HELP” - ის (Human Rights Education for Legal Professionals) სერტიფიცირებული ტრენერი

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე