ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან მინაშვილი

ქეთევან მინაშვილი

ქეთევან მინაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 14 ივლისს ქ. სამტრედიაში.

განათლება

2001 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N2 საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2008-2014 წლებში ამავე სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2015 წლის მარტიდან აგვისტომდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.