ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სომხეთისა და ყირგიზეთის ერთობლივი დელეგაცია სტუმრობდა

16 მაისი 2022

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სომხეთისა და ყირგიზეთის ერთობლივი დელეგაცია სტუმრობდა.

დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და წევრებმა უმასპინძლეს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების გაცნობა, ასევე  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სომხეთის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები - უმაღლესი საბჭოს წევრები და მოსამართლეები.