ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გერგეთის სამების ტაძარი მოილოცა

14 ივლისი 2008
 12 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხიზანიშვილმა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა სტეფანწმინდასთან სოფელ გერგეთის მთაზე მდებარე სამების ტაძარი მოილოცეს და შესაწირი გაიღეს.

უძველესი სამების ტაძარი თარიღდება XIII-XIV საუკუნის მიჯნით. ის ყველაზე დიდი ეკლესიაა საქართველოს მთაინეთში და ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა განთავსებული. სამების ტაძარი მთავარი სალოცავია და ლანდშაფტური არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.

დეისუსის კომპოზიციის, მაცხოვრის წინაშე მდგარი იოანე ნათლისმცემლისა და ღვრთისმშობლის ფიგურათა ზევით, კანკელის ზედა მხარეს ჯვრით ხელში წარმოდგენილია წმინდა ნინოს უნიკალური გამოსახულება. გუმბათიანი ეკლესიის ინტერიერში XVI საუკუნეში შესრულებული წმინდანის ფრესკულ გამოსახულებას უდიდესი ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.