ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

10 აპრილი 2023

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც უზენაეს სასამართლოში შედგა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ქადაგიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა ნორმატიული ჩარჩოს შემუშავების შესაძლებლობაზე, რომელიც გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკის გავლენას სასამართლოში.  

თავის მხრივ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევის დაშვება მიუღებელია.