ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა

18 აპრილი 2022

საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი -  ნომერზე 15 45 -  მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.

სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა.

ქოლ-ცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და  მიიღონ  მათთვის საჭირო ინფორმაცია.  

საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ მოინახულა.

განახლებული ქოლ-ცენტრის მუშაობას გაეცნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია.