ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 16 ივნისს ქ. თბილისში

განათლება

1991 წელს დაამთავრა დაბა კოჩუბეის (დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა) საშუალო სკოლა

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება

1999-2003 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე

2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, ხოლო 2004-2005 წლებში უფროსი გამომძიებელი

2005 წელს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად

2005-2006 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე

2007-2008 წლებში იყო შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი

2008-2019 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე

2019 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე

2019-2020 იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

2020 წლის მარტიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია

1997-1999 წლებში იყო ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. პარალელურად, საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელი

1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ

2002-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი

2006 წელს იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი

2006-2007 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი

2007-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი

2008 წლის აპრილიდან აგვისტომდე იყო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, აგვისტოდან დეკემბრამდე გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე

2008-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2015-2019 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი

2017-2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

2017-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

2019-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე

2020 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე

2020-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე

2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე

2022 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო ივლისიდან არის ამავე კოლეგიის თავმჯდომარე

2024 წლის 24 მარტის მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მეორე ვადით აირჩია