ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის დოკუმენტების წარდგენა დასრულდა

05 ივლისი 2010

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ჰქონდა საბუთების მიღება მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსისათვის. დოკუმენტების მიღება მიმდინარეობდა 2010 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით. წინასწარ გამოცხადებულ ვაკანსიებზე სულ 35 მსურველი დარეგისტრირდა.

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესაბამისად, პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ კანდიდატების დაუსწრებლად.