ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი

19 მარტი 2008
ნობილია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები. გამოცდის პირველი (ტესტური) ეტაპი  წარმატებით 37-მა პირმა გაიარა. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე (წერითი) ტურის შედეგად კი გამსვლელი ქულა 28 პირმა დააგროვა.

2008წლის 12- 27 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო 
გამოცდაზე დაშვების მიზნით საბუთები 357-მა მსურველმა შეიტანა.

საკვალიფიკაციო გამოცდის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაიცემა გამოცდის  ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი. კანდიდატს, სამოსამართლო ასაკის  შემთხვევაში უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში.