ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

04 ივნისი 2023

ტესტური გამოცდა  167 გამოსაცდელიდან  51-მა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი საერთო სპეციალიზაციაში 1-მა,  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 27-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 23-მა გამოსაცდელმა გადალახა.

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 11 ივნისს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს, 2023 წლის 5 და 6 ივნისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ნოდარ ბოხუას ქუჩა, N19