ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა XXX კონფერენცია

31 ოქტომბერი 2021

2021 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია გაიმართა.

მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს - პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. 

“მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია. ვულოცავ პაატა სილაგაძეს და გიორგი გოგინაშვილს და ვუსურვებ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა საბჭოში წარმატებული და ნაყოფიერი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის”,-განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა. 

დღესვე მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. მოსამართლეებმა დამოუკიდებელი ინსპექტორის ზურაბ აზნაურაშვილისა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ილია დევიძის ანგარიშებიც მოისმინეს. 
მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს სამოსამართლო ეთიკის წესების განახლებას.

კონფერენციას 266 მოსამართლე დაესწრო