სიახლეები
-
17 ივლისი 2020
კენჭისყრის შედეგები
2020 წლის 17 ივლისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა ლევან თევზაძე.
კენჭისყრის პროცედურაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი მონაწილეობდა.
17 ივლისი 2020 -
16 ივლისი 2020
17 ივლისს, 15:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება
16 ივლისი 2020 -
კანდიდატების მოსმენა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს გოჩა აბუსერიძეს და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს.
14 ივლისი 2020 -
13 ივლისი 2020
მოსმენის თარიღი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესი იწყება.
13 ივლისი 2020 -
26 ივნისი 2020
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
2020 წლის 26 ივნისის №1/86 განკარგულებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 99 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა.
მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
26 ივნისი 2020 -
26 ივნისი 2020
ინფორმაცია
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნდება მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებების პროექტები.
26 ივნისი 2020