სიახლეები
-
„მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ კომისიის პირველი შეკრება
დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა საბჭოს მიერ, მიმდინარე წლის 10 აპრილს, გამოცხადებულიმედიისა და ხელოვნების დარგში პირველი კონკურსის მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის შესარჩევი კომისიის პირველი შეკრება. დაზუსტდა ჟიურის შემადგენლობა და ცვლილებები შევიდა კონკურსის პირობებში. განცხადების შემოტანის ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 28 სექტემბერი.
7 ივნისი 2012 -
სერთიფიკატების გაცემა
2012 წლის 5 ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო სერთიფიკატების გაცემა იმ პირებზე, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2012 წლის 5 მაისის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
5 ივნისი 2012 -
არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
2012 წლის 4 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაბეთის გაერთიანებული საემიროების, რას-ელ-ხაიმას (RAK) საემიროს დელეგაცია ეწვია, საემიროს მმართველი სასამართლოს და მართლმსაჯულების საბჭოს წარმომადგენლები.
4 ივნისი 2012 -
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია
2012 წლის 1 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია.
30 მაისი 2012 -
28 მაისი 2012
მესტიის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა
მესტიისრაიონული სასამართლოს სტაჟირებისკომისიააცხადებს კონკურსს მესტიის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე.
28 მაისი 2012 -
22 მაისი 2012
სამუშაო შეხვედრა წინანდალში თემაზე “მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური წარმოება”
2012 წლის 22-23 მაისს, წინანდალში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის JILEPI”-ს ფინასური მხარდაჭერით იმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური წარმოება”.
22 მაისი 2012