სიახლეები
-
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის უმთავრესი მიზანი ურთიერთობების გაღრმავება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვის გაცნობა, მედიის წარმომადგენლებისგან პრობლემურ საკითხების იდენტიფიცირება - მათი გადაწყვეტის გზების ძიება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა იყო.
19 მარტი 2015 -
09 მარტი 2015
2015 წლის 11 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2015 წლის 11 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საერთო სასამართლოების მოსამართლეთთათვის დანამატის გაცემისა და სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტებისთვის ბიუჯეტის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.
9 მარტი 2015 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2015 წლის 6 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
6 მარტი 2015 -
ევროკავშირის ექსპერტები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
4 მარტი 2015 -
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები ესტუმრნენ
2015 წლის 18 თებერვალს,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
19 თებერვალი 2015 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2015 წლის 18 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეუთოს მიერ განხორციელებულ სასამართლო მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.