სიახლეები
-
15 ივლისი 2015
ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატებისათვის!
2015 წლის ივნისის თვის მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება დაიწყება 20 ივლისს 09:00 საათიდან და გაგრძელდება დაახლოებით 5 სამუშაო დღე. კანდიდატთა გამოძახება განხორციელდება ანბანური თანმიმდევრობით. ყოველ კონკრეტულ
15 ივლისი 2015
-
15 ივლისი 2015
ინფორმაცია მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსით დაინტერესებული პირებისათვის!
ვაქვეყნებთ მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ.
15 ივლისი 2015 -
2015 წლის 17 ივლისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2015 წლის 17 ივლისს 10 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
საბჭოს სხდომა დაიხურება, რადგან განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.
13 ივლისი 2015 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სტიქიის შედეგად დაზარალებულს თანადგომა გამოუცხადა
2015 წლის 13-14 ივნიის სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისის საქალაქო სასამარლოს თანამშრომელს ნინო ბრელაძეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნმა, არამოსამართლე წევრებმაა და საბჭოს აპარატმა მატერიალური დახმარება გაუწიეს. აღნიშნული ზიანის შესამსუბუქებლად, გულისხმიერება გამოიჩინა ტექნიკის მაღაზია ,,ელიტ ელექტრონიქსმა და ნინო ბრელაძეს საჩუქრად მაცივარი და გაზქურა გადასცა.
ვიმედოვნებთ, მცირედით მაინც შევუმსუბუქეთ ნინო ბრელაძეს და მის მარავლრიცხოვან ოჯახს მიღებული ტრამვა.
13 ივლისი 2015 -
მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენცია ჩატარდა
2015 წლის 11 ივლისს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენცია ჩატარდა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის სამი წევრის არჩევა.
13 ივლისი 2015 -
10 ივლისი 2015
2015 წლის 13 ივლისს 10 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
2015 წლის 13 ივლისს 10 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის - ზაზა ხატიაშვილის და ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის წერილები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.
10 ივლისი 2015