სიახლეები
-
12 ივნისი 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გურამ გოცირიძის ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა.
ასევე, დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე სამტრედიის რაიონული სასამართლოდან მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
12 ივნისი 2017 -
09 ივნისი 2017
2017 წლის 12 ივნისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 12 ივნისს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ.დღის წესრიგი.
9 ივნისი 2017 -
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე:
- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია
- სისხლის სამართლის სპეციალიზაცია
რეგისტრაციის დაწყება: 5 ივნისი. 2017 წ
რეგისტრაციის დასრულება: 23 ივნისი. 2017 წ
სწავლების დაწყება: 5 ივლისი. 2017 წ
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/
ტელ: (+995 32)238 11 61
მობ: (+995 599) 68 69 01
7 ივნისი 2017
ელ-ფოსტა:info@hsoj.ge
ვებ-გვერდი: www.hsoj.ge
Facebook:https://www.facebook.com/hsoj.ge/ -
06 ივნისი 2017
2017 წლის 12 ივნისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 12 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგი განთავსდება მოგვიანებით.
6 ივნისი 2017 -
05 ივნისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
5 ივნისი 2017 -
05 ივნისი 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეები აირჩიეს
დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გასაუბრებისა და კენჭისყრის შედეგად რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეები აირჩიეს: ბათუმის საქალაქო სასამართლოში - დავით მამისეიშვილი; ბოლნისის რაიონულ სასამართლოში - თეა ლეონიძე; გორის რაიონულ სასამართლოში - ნიკოლოზ მარსაგიშვილი; ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში - ნატრული აკობია; თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში - ვლადიმერ ხუჭუა; რუსთავის საქალაქო სასამართლოში - მამია ფხაკაძე; სამტრედიის რაიონულ სასამართლოში - ლევან მეშველიანი; საჩხერის რაიონულ სასამართლოში - ივანე ყიფიანი; ფოთის საქალაქო სასამართლოში- თეიმურაზ სიხარულიძე; ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში - ხვიჩა კიკილაშვილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში - დიმიტრი გვრიტიშვილი;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გოჩა აბუსერიძე.
5 ივნისი 2017