სიახლეები
-
09 ოქტომბერი 2017
ინფორმაცია
2017 წლის 10 ოქტომბერს 11 საათიდან დაიწყება გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან.
9 ოქტომბერი 2017 -
09 ოქტომბერი 2017
ბორჯომში ადამიანური რესურსების მართვის მოხელეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 7-8 ოქტომბერს, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით ბორჯომში, სასტუმრო ქრაუნ პლაზაში, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეებთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ჩართული მოხელეებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
9 ოქტომბერი 2017 -
06 ოქტომბერი 2017
ინფორმაცია
9ოქტომბერსსხდომისდასრულებისშემდეგჩატარდებაგასაუბრება14მოსამართლესთან.6 ოქტომბერი 2017 -
04 ოქტომბერი 2017
2017 წლის 9 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 9 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
იხილეთ დღის წესრიგი.
4 ოქტომბერი 2017 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უცხოელ ექსპერტებს შეხვდნენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები რევაზ ნადარაია, ირაკლი შენგელია და შოთა ქადაგიძე ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით პროგრამის ექსპერტს, ფრანგ მოსამართლე ერიკ მინეგერს; პროგრამის მრჩეველს, ლატვიის უმაღლესი სკოლის დირექტორს სოლვიტა კალნინეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელს ანიკო ფარჯიანს შეხვდნენ.
4 ოქტომბერი 2017 -
იუსტიციის საბჭოს მდივანი სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტი ვიქტორ სჩატერი და მედიაციის ექსპერტები ჯენიფერ ბრენდტი და დევიდ ვეისი ესტუმრნენ. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მედიაციის პროგრამების განხორციელებას, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, სავალდებულო მედიაციის ამოქმედების საჭიროებას. სტუმრებმა ისაუბრეს, თუ როგორია მედიაციის დამკვიდრების პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყნებში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
4 ოქტომბერი 2017