ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარიამ ცისკაძე

მარიამ ცისკაძე

მარიამ ცისკაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1960 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისში.

განათლება

1977 წელს დაამთავრა თბილისის N150 საშუალო სკოლა.

1982 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე„პირადი საკუთრების დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი გარანტიები“.

1994 წელს გაიარა სამეცნიერო პრაქტიკული სტაჟირება ქ. ბრემენის უნივერსიტეტსა და სასამართლოში (ფრიდრიხ ებერტის საზოგადოების სტიპენდიანტი).

1995 წელს გაიარა ქ. ბრემენის გოეთეს სახელობის ინსტიტუტის გერმანული ენის შემსწავლელი კურსები.

1996 და 1999-2000 წლებში გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ქ. ფრაიბურგის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში.

1998 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

სამუშაო გამოცდილება

1982-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1989-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი.

1991-1999 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

1999 წლის მაისიდან ივლისამდე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე.

1999-2009 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე.

2000-2012 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი, სამოქალაქო სამართლისა და იურიდიულ პროფესიათა ეთიკის საკითხებზე.

2005-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი.

2005-2011 წლებში და 2013 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი.

2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2010-2012 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი.

2010-2017 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი (საერთო სპეციალიზაციით).

2011 წელს იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს ნოტარიუსი.

2013 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით პედაგოგიური საქმიანობისათვის.

2013-2017 წლებში მუშაობდა ააიპ „სამართლის დარგებში და ფსიქო-სოციალურ აღზრდაში ცოდნის გაღრმავების მარიამ ცისკაძის ცენტრის“ დირექტორად.

2015 წლიდან არის ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი.

2017 წლის მაისიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.