ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მალხაზ ჩუბინიძე

მალხაზ ჩუბინიძე

მალხაზ ჩუბინიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1966 წლის 9 ნოემბერს ქ. ზესტაფონში.

განათლება

1983 წელს დაამთავრა ზესტაფონის N 3 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს შინაგან ჯარებში (მუშაობდა ოთხმეთაურის, ასმეთაურის, ბატალიონის მეთაურის მოადგიულედ აღმზრდელობით დარგში, იყო ბატალიონის მეთაური). არის შსს ოფიცერი.

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთას კოლეგიასთან არსებულ ფირმა ''ვექილში'' ადვოკატად.

1999-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისიის საოლქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების უფროსად.

2001-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში იყო ჭიათურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007 წლიდან არის საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

2009-2010 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ვანის რაიონულ სასამართლოში.

2010-2013 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2013-2015 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამარლოს მოსამართლე.

2017-2022 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2022 წლის ნოემბრიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.