ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაკა გორგოძე

მაკა გორგოძე

მაკა გორგოძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 9 იანვარს ადიგენის რაიონში.

განათლება

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის N5 საშუალო სკოლა.

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სამართლის ისტორიის სპეციალობით (მუშაობდა თემაზე ''ერეკლე მეორის სამართლებრივი დოქტრინა'').

2003-2005 წლებში იყო თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის მაძიებელი, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით.

გამოქვეყნებული აქვს 7 სამეცნიერო სტატია, არის ავტორი მონოგრაფიისა - ''რეციდიული დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათება''.

სამუშაო გამოცდილება

1998-1999 წლებში იყო ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ლექტორი.

1999-2004 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით.

2004-2005 წლებში მუშაობდა ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მოძღვრების, საქართველოს ისტორიის და სამართლის კათედრაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით.

2005-2006 წლებში იყო ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა დატექნიკური ექსპერტიზის კათედრის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორი.

2006-2007 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით.

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში სპეციალისტად.

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსად.

2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2009-2012 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, პარალელურად ახორციელებდა ხარაგაულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას.

2010-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012-2016 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

2016 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.