ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლერი თედორაძე

ლერი თედორაძე

ლერი თედორაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1964 წლის 1 იანვარს ლენტეხის რაიონის სოფელ ლემზაგორში.

განათლება

1981 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშის საშუალო სკოლა.

1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1988-1990 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის მეურნეობაში იურისტ-კონსულტად.

1990-1992 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურაში გამომძიებლად.

1992-1999 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურატურაში განყოფილების პროკურორად.

1999-2002 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2002-2009 წლებში იყო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და 2002-2007 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2009-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2010-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2012-2013 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2013-2016 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2016-2019 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და 2017-2019 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2019-2021 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021 წლის ივლისიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.