ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლავრენტი მაღლაკელიძე

ლავრენტი მაღლაკელიძე

ლავრენტი მაღლაკელიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1980 წელს ქ. ზესტაფონში.

განათლება

1998 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის კერძო სკოლა.

1998-2003 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით, კვალიფიკაცია - იურისტი.

2004-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

2006-2013 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

2008-2012 წლებში სწავლობდა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

2013 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)“.

2003 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

2004-2005 წლებში იყო ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების გამომძიებელი.

2005-2006 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.

2007 წელს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი.

2007-2008 წლებში იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული ლექტორი.

2007 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტზე.

2007-2008 წლებში იყო სტუნდენტურ გაცვლითი პროგრამის - თანამედროვე სისხლის სამართლის დოგმატიკის საკითხები - სამეცნიერო ხელმძღვანელი (ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ქ. ბერლინი).

2007-2011 წლებში იყო სამეცნიერო გრანტის - „საქართველოში სისხლის სამართლის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და სისხლის სამართლის დოგმატიკის განვითარება“ - სამეცნიერო თანამშრომელი (ფოლკსვაგენის ფონდი (Volkswagenstiftung)).

2008 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიწვეული ლექტორი.

2008-2009 წლებში იყო სამეცნიერო გრანტის - „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“ - სამეცნიერო თანამშრომელი (ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფონდი (რუსთაველის ფონდი)).

2008-2012 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი.

2008 წლიდან 2019 წლის ივლისამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

2019 წლის ივლისიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2013-2015 წლებში იყო ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი.

2013 წელს გაიარა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაში (USAID მხარდაჭერით).

2013 წლიდან დღემდე არის სულხან-საბა ორბელიანის სასწალო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2014 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წლიდან 2015 წლამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სრული პროფესორი.

2015-2016 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2015 წლის სექტემბერში იყო სასწავლო ვიზიტით ქ. ჰამბურგში და გაიარა კურსი გერმანიის სასამართლოს, პროკურატურის და პენიტენციალური სისტემა და საქმიანობა.

2015 წლის დეკემბერში ქ. სტრასბურგში გაიარა სასწავლო კურსი, თემაზე ,,ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმიანობა და გადაწყვეტილებები".

2015 წლიდან დღემდე არის უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

2016 წლიდან დღემდე არის გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

2016 წლიდან დღემდე არის სამეცნიერო გრანტის - ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია, როგორც გამოწვევა და ამოცანა - მონაწილე.

2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)-ის ეგიდით, გახლდათ სასწავლო ვიზიტით ქ.კიონიგსვინტერში და სტაჟირება გაიარა ფრანქფურტის საქალაქო სასამართლოში.

2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იყო სასწავლო ვიზიტით ქ. ვაშინგტონში და სტაჟირება გაიარა ვაშინგტონის სასამართლოში, ანგლო-ამერიკული შეჯიბრობითობის პროცესის გაცნობის მიზნით.

არის არაერთი საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციის თანაორგანიზატორი და მონაწილე (მათ შორის ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის მეცნიერ-იურისტთა პირველი პროფესიული შეხვედრის თანაორგანიზატორი, რომელიც ჩატარდა 2011 წლის 6-9 ოქტომბერს ქ. თბილისში).

2016-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.