ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი კოპალიანი

ირაკლი კოპალიანი

ირაკლი კოპალიანი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება

1999 წელს დაამთავრა თბილისის N 60 საშუალო სკოლა.

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2004 წელს ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით.

2009 წელს ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა.

2009 წელს მიწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ ქალაქ პეკინში ორგანიზებული ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების შესახებ სემინარის მონაწილედ.

2012 წელს გაიარა ტრენინგი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ამერიკული პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2004 წელს იყო სტაჟიორი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში.

2004-2005 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში იურისტად.

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად.

2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად.

2010 წელს იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესყიდვების სამმართველოს უფროსი.

2010-2012 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის მრჩეველი.

2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსად.

2015 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.