ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია

03 მაისი 2023

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული ქართულ ენაზე გამოიცა. ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის საერთო სასამართლოს, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.

საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცემული კრებულის პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა.

პრეზენტაციას მოსამართლეები, საქპატენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კრებულის გამოცემას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები. EUGIPP პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე ქართველი და ევროპელი მოსამართლეები ევროპაში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით გახმაურებულ საქმეებს განიხილავდნენ.