ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ივანე ღლონტი

ივანე ღლონტი

ივანე ღლონტი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1970 წლის 24 მაისს ქ. თბილისში.

განათლება

1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 60 საშუალო სკოლა.

1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის სპეციალობით.

1996 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ''აჭარის'' იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1997-1999 წლებში მუშაობდა დიდუბის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სააღსრულებლო წარმოების ინსპექტორად.

1999-2003 წლებში მუშაობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა შპს ''აგის-ჯორჯიაში'' იურისტ-კონსულტანტად.

2004 წელს მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განყოფილების უფროსად.

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2015-2017 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.