ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლო

2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება აპელაციის წესით.


აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ხაშურის რაიონული და თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

სასამართლოს შემადგენლობაში საშტატო ნუსხით 70 მოსამართლეა, დღეისათვის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 17, სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 31, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 19 და საგამოძიებო კოლეგიაში - 5 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 210 საშტატო ერთეულით.