ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზაზა რამიშვილი

ზაზა რამიშვილი

ზაზა რამიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1961 წლის 7 სექტემბერს ქ. ქარელში.

განათლება

1978 წელს დაამთავრა ქ. ქარელის N 2 საშუალო სკოლა.

1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1985-1987 წლებში განაწილებით მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თავმჯდომარესთან არსებული კონტროლის ინსპექციის ინსპექტორად, უფროს ინსპექტორად, კონსულტანტად.

1987-1999 წლებში იყო ქარელის რაიონის სასამართლოს მოსამართლე.

1999-2007 წლებში იყო ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2007-2012 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში.

2012-2023 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2023 წლის თებერვლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.