ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვალერიანე ფილიშვილი

ვალერიანე ფილიშვილი

ვალერიანე ფილიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 6 მარტს ქ. ქარელში.

განათლება

2000 წელს დაამთავრა ქ. ქარელის N 2 საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სამოქალაქო სამართალში, სამოქალაქო სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში.

2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში.

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2012 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2013 წლის ოქტომბერში გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე.

2015 წელს გაიარა გერმანული ენის ინტენსიური კურსები ქ. დიუსელდორფში.

სამუშაო გამოცდილება

2005-2006 წლებში მუშაობდა “ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი”-ს საადვოკატო ბიუროში სტაჟიორ-ადვოკატად.

2006-2008 წლებში მუშაობდა “ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი”-ს საადვოკატო ბიუროში ადვოკატად.

2008-2010 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2010-2012 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტად.

2015-2019 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.