ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკა ზარნაძე

ეკა ზარნაძე

ეკა ზარნაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა თბილისის N 54 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

1996-1999 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტად.

1999-2004 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებლად.

2004-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტად.

2005-2011 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად.

2007-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2008-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

2009-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2011 წლიდან არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

2012 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2012-2013 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2013-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2017-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020 წლის ივნისიდან არის თბილისის სააპელლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.