ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიანა ფარქოსაძე

დიანა ფარქოსაძე

დიანა ფარქოსაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 22 სექტემბერს საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში.

განათლება

2000 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთის საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.

2012 -2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

დამატებითი ინფორმაცია

2005-2006 წლებში იყო ,,ახალგაზრდა იურისტთა და ჟურნალისტთა ასოციაციის” წევრი და ამავე ასოციაციის ადვოკატის თანაშემწე.

2006-2008 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის სტაჟიორი.

2008–2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი.

2012-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი.

2015 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2018 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე.