ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გოდერძი გიორგიშვილი

გოდერძი გიორგიშვილი

გოდერძი გიორგიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1966 წლის 16 იანვარს ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში.

განათლება

1983 წელს დაამთავრა ქისტაურის ერისთავის სახელობის საშუალო სკოლა.

1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1984-1986 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1991-1999 წლებში მუშაობდა კასპის რაიონის პროკურატურაში პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე.

1999-2004 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

1999-2000 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.