ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი კერატიშვილი

გიორგი კერატიშვილი

გიორგი კერატიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 13 ნოემბერს ქ. თბილისში.

განათლება

2002 წელს დაამთავრა თბილისის N 161 საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008 წელს გაიარა სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2012 წლიდან სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

2013 წელს წარმატებით დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნად.

2012-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2016-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.