ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსი

27 მარტი 2008
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსს. სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობა განისაზღვრება 20 ერთეულით.


კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები მიიღება 2008 წლის 28 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე (შესვენება 14-დან 15 სთ-მდე)

სკოლაში მიღების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) სერტიფიკატი მოსამართლოების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ავტობიოგრაფია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12 ტელ.: 27-31-00 ტელ./ფაქსი.: 27-31-09