ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბადრი შონია

ბადრი შონია

ბადრი შონია

მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 13 მარტს ქ. გალში

განათლება

1996 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის საშუალო სკოლა

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირის ადვოკატად

2006 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად

2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად

2007 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად

2007-2009 წლებში მუშაობდა სენაკის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად.

2009-2010 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად

2011-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე

2017 წლის მაისიდან ივლისამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე

2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე

2018 წლის 1 იანვრიდან იყო ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე

2019-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე

2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე

2021-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი

2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია

2022 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო ივლისიდან არის ამავე კოლეგიის თავმჯდომარე