ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

არჩილ კოჭლამაზაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 30 მაისს ქ. გურჯაანში.

განათლება

1996 წელს დაამთავრა სოფელ შრომის საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მანდატურად.

2011-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მანდატურად.

2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტად.

2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად.

2020 წლის იანვრიდან მარტამდე მუშაობდა შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორის“ იურისტად.

2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად.

2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.